|
2018-05-29 18:57:26, 1594 ნახვა
ეკონომიკა
ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების (ე.წ. მევახშეების) სასარგებლოდ რეგისტრირებული ქონების დაგირავება იზღუდება
ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, შემოდის ახალი რეგულაცია, რომელიც ლომბარდებს და გამსესხებლებს ე.წ. კერძო მევახშეებს აუკრძალავს უძრავი ქონების და ავტომობილების იპოთეკით დატვირთული სესხების გაცემას. „ეს იყო სრულად არა რეგულირებული სფერო, სადაც მნიშვნელოვნად ირღვეოდა მომხმარებლების უფლებები. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩვენ არ ვკრძალავთ ასეთი ტიპის ტრანზაქციებს. შემოდის ახალი რეგულაცია, რომელიც აკრძალავს ლომბარდებისთვის, კერძო მევახშეებისათვის, ეროვნული ბანკის რეგულაციის გარეთ მყოფი პირებისათვის, უძრავი ქონების და ავტომობილების იპოთეკით დატვირთული სესხების გაცემას. იმ შემთხვევაში, თუ ის ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან აღნიშნული საქმიანობით, ნებაყოფლობით მოექცევიან ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ, გაიზიარებენ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპებს, რა თქმა უნდა, შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)