|
2018-05-29 17:53:17, 1326 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 100%-დან 50%-მდე მცირდება
ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის წლიური ლიმიტი, ნაცვლად დღეს არსებული 100%-სა, ნახევრდება და 50%-მდე მცირდება. „გვქონდა შემთხვევები, როდესაც საკრედიტო ხელშეკრულებაში იწერებოდა პროცენტი, შემდეგ ჩნდებოდა სხვა ტიპის ხარჯები, მაგალითად სესხის გაცემის საკომისიო, მომსახურების საკომისიო და ა.შ. რეალურად ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გამოდიოდა უფრო მაღალი. რა თქმა უნდა ეს არის მიუღებელი პრაქტიკა და აქედან გამომდინარე, ყველა საფინანსო ინსტიტუტი თუ კერძო პირი, ვინც იქნება დაკავებული ფინანსური საქმიანობით, ვალდებული იქნება, თავის მომხმარებელთან კონტრაქტში დააფიქსიროს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ყველა ხარჯის მითითებით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს წლიურ 50%-ს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჯარიმებზე ლიმიტი დაწესდება. „სესხის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ნებისმიერი ხარჯის (ჯარიმა, ნებისმიერი საკომისიო, ფინანსური ხარჯი, პირგასამტეხლო) ოდენობაზე განისაზღვრება წლიური ლიმიტი 98.55%-ის ოდენობით, ნაცვლად დღეს არსებული წლიური 150%-ისა. ზღვარის დაწესებით, აღნიშნული ხარჯების ლიმიტი მცირდება 51.45%-ით“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ვადაგადაცილების შემთხვევაში, წესდება მსესხებლისათვის დასაკისრებელი ჯარიმების/სანქციების ლიმიტი, რომელიც დაანგარიშდება სესხის ნარჩენი ძირითადი თანხიდან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობის მიუხედავად არ გადააჭარბებს დარჩენილი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.
(NS)
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით ირანის IRGC-ს გაწვრთნილი ტერორისტი დააკავეს
სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)