21:57 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-29 15:47:16, 1264 ნახვა

კომენტარი
მამუკა ბახტაძე: დღეს ლომბარდი გახდა კრიმინალის წამახალისებელი წყარო

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საბანკო და საფინანსო სფეროში დაგეგმილ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას, ხაზი გაუსვა ლომბარდებისა და სხვა შუამავლების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

„ხშირ შემთხვევაში, ლომბარდები გამოიყენება კრიმინალური ელემენტების მიერ და გახდა კრიმინალის წამახალისებელი წყარო. რეგულაციის მიხედვით, ლომბარდებმა გონივრულ ვადაში უნდა დანერგონ კომპიუტერული პროგრამა, რომელიც შეინახავს ინფორმაციას ლომბარდში ჩაბარებული ნივთის შესახებ, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ხელმისაწვდომი გახდება სამართალდამცავი სტრუქტურებისათვის,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა,

მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, ვისაც სურს დაკავებული იყოს სრულფასოვანი ფინანსური შუამავლობით, შეუძლია ნებაყოფლობით მოექცეს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ და განახორციელოს ზემოთხსენებული საქმიანობა. აღნიშნული წესები გავრცელდება მთელ ფინანსურ სექტორზე - ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე, კერძო გამსესხებლებზე (ე.წ მევახშეებზე) და ნებისმიერ კერძო თუ იურიდიულ პირზე, რომელიც დაკავებულია ამ სფეროში ფინანსური საქმიანობით.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics