|
2018-05-25 12:23:49, 10220 ნახვა
კულტურა
„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით იტალიური ხელოვნების უნიკალური გამოფენები გაიხსნა
„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, ეროვნულ გალერეაში იტალიური ხელოვნების სამი უნიკალური გამოფენა გაიხსნა. ამჯერად ქართველ დამთვალიერებელს თბილისში ტიციანის, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელისა და ბევრი სხვა დიდოსტატის ნამუშევარს ხილვის შესაძლებლობა მიეცა. აღორძინების ეპოქიდან ბაროკომდე, ვენეციური მხატვრობიდან თანამედროვე ექსპერიმენტებამდე - სამი ახალი გამოფენა, რომელიც მაისიდან აგვისტოს ბოლომდე გაიმართება. „ტიციანი, ფერთა ოსტატი. მადონა ყრმით“ (15.05.2018 – 05.08.2018) - ნახატი "ღვთისმშობელი ყრმით" ("მადონა ალბერტინი") დაცულია ვენეციის აკადემიის გალერეაში, სადაც ვენეციური ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია ინახება. „რენესანსის დიდოსტატები. გრაფიკული ნამუშევრები“ (25.05.2018 – 26.08.2018) - ტურინის სამეფო ბიბლიოთეკის კუთვნილი 45 გრაფიკული ნამუშევრის შესანიშნავი გამოფენა. ნამუშევრების ავტორებს შორის არიან რენესანსის გასაოცარი პერიოდის ისეთი დიდოსტატები, როგორიცაა ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი, ბრამანტინო, სინიორელი, ვაზარი, პინტურიკიო და სხვები. "Evidence. A New State of Art” (25.05.2018 – 26.08.2018) - გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის (IGAV) მიერ ჩაფიქრებული და განხორციელებული გამოფენა, რომელიც წარმოგვიდგენს თანამედროვე იტალიურ ხელოვნებას გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან დღემდე და აერთიანებს სხვადასხვა თაობის იტალიელი მხატვრების განსხვავებულ ხედვებსა და განსხვავებული გამომსახველობითი ენით შექმნილ ნამუშევრებს. აღნიშნული გამოფენები საქართველოში იტალიის საელჩოსა და ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია და ხორციელდება პროექტ Check-in-Georgia-ს ფარგლებში. მხარდამჭერი ვითიბი ბანკია.
(R)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)