15:47 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 11:09:59, 1467 ნახვა

პოლიტიკა
მოსკოვში მდებარე ყოფილი საქართველოს საელჩოს შენობა საქართველოს საკუთრებაში გადმოეცემა

მოსკოვში მდებარე ყოფილი საქართველოს საელჩოს შენობა (ამჟამად საქართველოს ინტერესების სექცია) საქართველოს საკუთრებაში გადმოეცემა.

ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრას შესახებ გაავრცელა.

„შვეიცარიის მხარის შუამავლობით საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის  წლების განმავლობაში მიმდინარე კონსულტაციების შედეგად, მიღწეულ იქნა შეთანხმება მოსკოვში მდებარე ყოფილი საქართველოს საელჩოს შენობის (ამჟამად საქართველოს ინტერესების სექცია) საქართველოს საკუთრებაში გადმოცემის შესახებ“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics