18:53 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-23 19:36:39, 1329 ნახვა

კომენტარი
ლიპარტელიანი - სანამ ქევხიშვილი არ გადადგება, ვერანაირი შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული

ძიუდოისტებმა მორიგი საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს.

აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და მისი მხრიდან ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესება მოითხოვეს.

როგორც ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ დავით ქევხიშვილი დაუყოვნებლივ არ გადადგება, ვერანაირი შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული.

”ჩენ ისეთ ფაზაში ვართ შესული, ჩიხში ვიმყოფებით და ვერავინ ვერ აიღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ დავით ქევხიშვილი არ გაიმეორებს იგივე ქმედებებს რასაც აქამდე ჩადიოდა. აქიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ შევთანხმდებით და ვერ დავჯდბით მოლაპარაკების მაგიდასთან. გამორიცხულია დავით ქევხიშვილთან მუშაობა. გამოსავალი არის გადადგეს დავით ქევხიშვილი დაკავებული თანამდებობიდან. ასევე ჩვენი მოთხოვნა არის ქვეყნის პირველი პირი გიორგი კვირილაშვილი დაინტერესდეს ამ მდგომარეობით და მოგვაქციონ ყურადღება”, - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics