23:19 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 16:38:01, 963 ნახვა

რეგიონი
ქობულეთში ნევროლოგის, ეპილეპტოლოგისა და მეტაბოლისტის უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩატარდება

25 მაისს, 11°° დან - 19 °° საათამდე, ქობულეთის პირველადი ჯანდაცვისა და გადაუდებელი მედიცინის ცენტრ „მედჰაუსში“, ნეიროგენეტიკისა და მეტაბოლიზმის ცენტრისა და სარეაბილიტაციო ცენტრ „სანიტასის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდება - ნევროლოგის, ეპილეპტოლოგისა და მეტაბოლისტის უფასო სამედიცინო კონსულტაციები.

საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს ჩაუტარდებათ, უფასო, ვიდეო ეეგ კვლევა და კვლევა ფრაგილურ X სინდრომზე.

მიიღებიან პაციენტები 18 წლამდე, რომელთაც აღენიშნებათ:

ეპილეფსია და პაროქსიზმური დარღვევები,

აუტიზმი,

ქცევითი დარღვევები,

გონებრივი განვითარების შეფერხება.

უფასო სამედიცინო აქცია იმართება აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

ქ. ქობულეთი, 26 მაისის ქ. N 2

მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერა: 593241766, 577252827

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics