15:01 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 21:22:48, 1751 ნახვა

სამართალი
გახარია: რეფერირების სისტემა უბრალოდ არ მუშაობს და 14 წლამდე ბავშვები უყურადღებოდ არიან დარჩენილები

შინაგან საქმეთა მინისტრმა პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე საუბრისას არასრულწლოვანთა კოდექსსა და რეფერირების სისტემაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, არასრულწლოვანთა კოდექსმა 14 წელს ზემოთ პირთა მიერ დანაშაულის ჩადენის საკითხი მნიშვნელოვნად დაარეგულირა, თუმცა მისივე თქმით, 14 წელს ქვემოთ ბავშვები უყურადღებოდ არიან დარჩენილი:

„არასრულწლოვანთა კოდექსი არის რა თქმა უნდა სერიოზული პროგრესი, რომელმაც მნიშვნელოვნად დაარეგულირა საკითხები რომელიც ეხება დანაშაულს 14 წელს ზემოთ და იქ რეციდივის პროცენტი არის ძალიან დაბალი და ერთერთი საუკეთესოა ევროპაში, თუმცა მძიმედ გვაქვს საქმე იმ ყველაფერთან,  რაც ეხება 14 წლამდე ასაკს.  2010 წელს შექმნილი რეფერირების სისტემა უბრალოდ არ მუშაობს და 14 წლამდე ბავშვები არიან საერთოდ უყურადღებოდ დარჩენილები. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ 14 წლამდე ბავშვებს  პოლიცია არ უნდა ემუშავებოდეს.  ეს არის სკოლის და განათლების სისტემის საქმე.  ერთმნიშვნელოვნად  სასწრაფოდ არის დასახვეწი რეფერირების სიტემა.  რეფერირება სულ ახლახან გავიგე,   რომ 2010 წლის შემდეგ გავლილი აქვს სულ რაღაც 35 და 36 ბავშვს ,  ეს სიტემა არის დაშლილი და არ მუშაობს.  14 წლამდე ბავშვებში  დანაშაულთან მუშაობისა   და გამოსწორების ნაწილი არის რეფერირების სიტემა, ეს არის  განთლების, ჯანდაცვის და მხოლოდ ამის შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროს  პრეროგატივა, ამიტომ აქ ვფიქრობ ერთობლივად უნდა ვიმუშოთ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics