17:34 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 20:32:27, 1447 ნახვა

კომენტარი
პუტინი: ვიმედოვნებ, რომ სერგეი სკრიპალი ჯანმრთელი და უვნებელი იქნება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სერგეი სკრიპალის საავადმყოფოდან გამოწერას გამოეხმაურა.

პუტინი იმედოვნებს, რომ რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი ჯანმრთელი და უვნებელი იქნება.

„ღმერთის წყალობით, ის გამოჯანმრთელდა და დღეს შევიტყვე, რომ გამოეწერა საავადმყოფოდან. ვიმედოვნებ, რომ ის იქნება ჯანმრთელი, ცოცხალი და უვნებელი“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამოძიებაში დასახმარებლად მზადაა, თუმცა ლონდონიდან პასუხი ამ დრომდე არ არის.

ცნობისთვის, სოლსბერის სავადმყოფოდან რუსეთის დაზვერვის ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი სახლში გაწერეს.

შეგახსენებთ, რომ  ქალაქ სოლსბერიში იულია და სერგეი სკრიპალები ქიმიური იარაღით "ნოვიჩოკით"  მოწამლეს, რაშიც დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ფედერაცია დაადანაშაულა. სკანდალს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა მოჰყვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics