|
2015-05-26 11:11:12, 463 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში 20:00 საათზე სპეც-თვითმფრინავით ოლიმპიურ ცეცხლს ჩამოიტანენ
26 მაისს, 20:00 საათზე ბათუმში სპეც-თვითმფრინავით ოლიმპიურ ცეცხლს ჩამოიტანენ. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის მსვლელობისას თვითმფრინავიდან ოლიმპიურ ცეცხლს "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალეკო ახვლედიანი ჩამოიტანს და ოლიმიურ ჩემპიონთან ლერი ხაბელოვთან ერთად პირველ ჩირაღდანს აანთებს. აეროპორტში სპეციალური ტრიბუნიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და ოლიმპირი ჩემპიონი ლერი ხაბელოვი დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართვენ. შემდეგ ოლიმპიური ცეცხლს მიაწვდიან ესტაფეტაში მონაწილე მეჩირაღდნეებს და დაიწყება ესტაფეტა. ოლიმპიური ცეცხლი გაივლის აეროპორტის გზატკეცილს, ლეხ და მარია კაჩინსკის, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებს, რუსთაველის გამზირს, გოგებაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებს. საბოლოოდ ცეცხლი პიაცის მოედანზე განთავსდება, სადაც ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით სპეციალური კონცერტი გაიმართება. ესტაფეტაში მონაწილებას მიიღებენ ქართველი სპორტსმენები, ოლიმპიური ჩემპიონები, საპატიო ბათუმელები და სხვადასხვა ცნობილი სახე, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონები მუხრან ვახტანგაძე, სალომე მელია, რუსუდან სიხარულიძე, ასევე ბათუმელი მომღერალი სოფო ხალვაში. 28 მაისს ჩირაღდნის გადატანა მოხდება ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში. 29 მაისს ოლიმპიურ ცეცხლს ადიგენში ჩაიტანენ, ხოლო 14 ივლისს ქობულეთი გახდება ოლიმპიური ცეცხლის მასპინძელი. ბათუმში დღის განმავლობაში ასევე ჩატარდება შემდეგი ღონისძიებები: 12 :00 საათიდან ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანაპიროს მხარეს, ცაში გაეშვება სხვადასხვა სახის მოხატული ფრანი და 40-80 კვ. მეტრის მოცულობის საქართველოსა და ლიტვის დროშები. სანახაობა 3-4 საათის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშნული პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია“ ფარგლებში ხორციელდება. 15:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში გაიმართება ავსტრიელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 23 ავსტრიელი მხატვრის 50 ფერწერული, გრაფიკული, კერამიკული და სხვა ნამუშევრები. ასევე, გამოიფინება პლენერის ფარგლებში შექმნილი სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები. პლენერი აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „ კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაციის“ ფარლგებში განხორციელდა. 14:00 – 17:00 მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის კოლონადებთან აფხაზ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა და კონცერტი 16:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში დამატებითი სივრცე- გალერეა გაიხსნება, სადაც მოეწყობა თანამედროვე ქართული მხატვრობის გამოფენა. რაც შეეხება სპორტულ ღონისძიებებს, 11:00 6 მაისის პარკის ცენტრალური შესასვლელი. შეჯიბრი მკლავჭიდსა და ქართულ ორთაბრძოლაში; 11:00 ბათუმის ბულვარი საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორია (ყოფილი შაუმიანის ქუჩა). შეჯიბრი ბილიარდსა და მაგიდის ჩოგბურთში; 12:00 6 მაისის პარკის ტბის გარშემო გარბენი გოგოებსა და ვაჟებს შორის; 12:00 ბულვარის ტერიტორია (ყოფილი შაუმიანის ქუჩის ბოლო) პლომინატი. შეჯიბრი ქუჩის ხელბურთში.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)