|
2018-05-17 13:02:01, 711 ნახვა
რეგიონი
ქუთაისში საერთაშორისო კონფერენცია „ქართული მწვანილი“ გაიმართა
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებით, ქუთაისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე ესწრებოდა. კონფერენციაზე მემწვანილეობის სექტორში მაღალი სტანდარტის პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტის მოცულობის გაზრდის პოტენციალი განიხილეს. მონაწილეებმა, საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხორციელებული კვლევებისა და შეფასებების საფუძველზე, დარგში საინვესტიციო შესაძლებლობებზეც იმსჯელეს. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში დაგეგმილია მსხვილი სასათბურე კლასტერის „იმერეთის აგროზონის“ აშენება. პროექტის განსახორციელებლად 100 მილიონი ლარის ინვესტირება იგეგმება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ და აღნიშნა, რომ პროექტი მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოსთვის ტრადიციული სექტორის - მწვანილი და სასათბურე ბოსტნეულის წარმოება - საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების სტიმულირებას, ახალ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობას; ასევე, სასათბურე სექტორის მოდერნიზაციას, იმერეთის რეგიონში ლოგისტიკური ცენტრის ჩამოყალიბების წინაპირობის შექმნას. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აგრობიზნესის საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელის ვიქტორია ზინჩუკის განცხადებით, მაღალი ხარისხისა და ღირებულების მქონე პროდუქციის წარმოების ზრდა დადებითად აისახება როგორც ფერმერთა შემოსავლებზე და საექსპორტო მაჩვენებელზე, ასევე თანამედროვე საცალო ვაჭრობის განვითარებაზე. აღინიშნა, რომ აგრარული მიმართულებით საექსპორტო პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ევროპის 500 მილიონიანი ბაზარი, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით არის ხელმისაწვდომი. „FAO-ს გამოცდილება უკრაინაში აჩვენებს, რომ მაღალი ღირებულების პროდუქტი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ბაზრების მიღმა წარმატებით გაიყიდება. სურსათის უვნებლობისა და ხარისხის გაზრდა შესაბამის უკუგებას მოიტანს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ქართული მწვანილი ევროკავშირში, ახლო აღმოსავლეთში და, შესაძლოა, ჩრდილოეთ ამერიკაშიც კი აღმოჩნდეს, მაგრამ ამისათვის, მწარმოებლებმა უსაფრთხოების სტანდარტები უნდა გააუმჯობესონ. ყურადღება უნდა გამახვილდეს პროდუქტის მოვლაზე, შენახვაზე და შეფუთვაზე", - აღნიშნა FAO-ს ექსპერტმა, ანდრეი იარმაკმა. ღონისძიება ევროკავშირის („ევროკავშირი ბიზნესისათვის" ინიციატივის ფარგლებში) და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. კონფერენციაში მემწვანილეობის სექტორის 60-ზე მეტი წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. კონფერენციის დასრულების შემდეგ, სემინარი თემაზე - საქართველოში მწვანილის წარმოება და მარკეტინგი - გაიმართა.
(NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)