|
2018-05-11 19:47:44, 2313 ნახვა
ეკონომიკა
Cannes Lions 2018-ის საქართველოს ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი დაიწყო
თბილისის ტექნოპარკში სარეკლამო სფეროს ყველაზე მასშტაბური ფესტივალი - Cannes Lions 2018-ის ადგილობრივი ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი Young Lions Georgia დაიწყო. კონკურსი სამი დღის განმავლობაში, 11, 12 და 13 მაისს გაგრძელდება. Young Lions Georgia საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება, მონაწილეების რაოდენობა კი ყოველწლიურად იზრდება. 2018 წლის ახალგაზრდულ კონკურსში 168 გუნდი იასპარეზებს, რაც ამ დროისთვის რეკორდული რაოდენობაა. შესარჩევი კონკურსი უკვე მეორე წელია ხუთ კატეგორიაში მიმდინარეობს: PRINT, DESIGN, CYBER, FILM და MARKETERS. თითოეულ კატეგორიას აფასებენ ჟიურის პროფესიონალი წევრები სხვადასხვა ქვეყნიდან. ამასთან, წელს ყველაზე მეტი 40-40 გუნდი დარეგისტრირდა ციფრული კამპანიისა და ბეჭდური მედიის გატეგორიებში, 34 ახალგაზრდა მარკეტერებში, 28 - ვიდეო რეკლამის, ხოლო 26 დიზაინის კატეგორიაში. თითოეული კატეგორიის გამარჯვებული გუნდი ორგანიზატორების დაფინანსებით გაემგზავრება საფრანგეთში, კანის კრეატიულ ფესტივალზე და საქართველოს სახელით შეებრძოლება მსოფლიოს სხვა საუკეთესო მეტოქეებს ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოსთვის. მომდევნო 3 წლის განმავლობაში, კანის ფესტივალის წარმომადგენლობის მხარდამჭერი იქნება თიბისი, ხოლო 2018 წლის კონკურსს შემოუერთდნენ Socar Georgia Petroleum და თბილისის მერია. მედია პხარდამჭერია Marketer.ge. კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიოს სარეკლამო სფეროში, რომელიც 1954 წელს იღებს სათავეს და ყოველწლიურად ქალაქ კანში იმართება. ფესტივალის სიმბოლოა ლომი. ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ლომების მოსაპოვებლად მთელი მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის პროფესიონალები იბრძვიან. კანის ლომის ფლობა განსაკუთრებულ სტატუსს სძენს ფლობელს. ახალგაზრდა ლომების კონკურსი კანის ფესტივალის ერთ-ერთი ნაწილია. აქ სფეროს ამომავალი ვარსკვლავები უმტკიცებენ ერთმანეთს თავიანთ სიძლიერეს სხვადასხვა მიმართულებაში. https://www.facebook.com/canneslionsgeorgia/ (NS)
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)