|
2018-05-11 12:28:50, 1586 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: სიღარიბის დამარცხების ერთადერთი წყარო არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება
სიღარიბის დამარცხების ერთადერთი წყარო არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სასტუმრო „თბილისი მარიოტში" მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „ბარიერების მოხსნა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის საქართველოში" განაცხადა. როგორც ფინანსთა მინისტრმა მედიასთან აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მიზანია, ქვეყანაში მაქსიმალურად განვითარდეს მცირე და საშუალო მეწარმეობა და მიღწეულ იქნას ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეეხება. „დღეს ვისაუბრებთ, რა უნდა გაკეთდეს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ქვეყანაში. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი ეკონომიკური სტრატეგია მდგომარეობს საქართველოში სიღარიბის დამარცხებაში, ხოლო დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სიღარიბის დამარცხების ერთადერთი წყარო არის მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და მას ალტერნატივა არ გააჩნია", – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა დაფინანსების სხვადასხვა წყაროების მნიშვნელობაზე. „პირველ რიგში, ამ თვალსაზრისით, ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ხორციელდება და ამ მიმართულებით საქართველოს დიდ დახმარებას უწევს საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ კომერციული ბანკების მეშვეობით, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების გაზრდა, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალი ტიპის დაფინანსების მექანიზმებზე. ვფიქრობთ, დაფინანსების წყარო უნდა იყოს რამდენიმე და ამის საშუალებით, ჩვენ ორჯერ და სამჯერ უნდა გავზარდოთ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება ისე, რომ საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი, რაც ინკლუზიური ზრდის მიღების შესაძლებლობას მოგვცემს", – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
(NS)
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)