00:29 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-10 17:59:57, 997 ნახვა

რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტოს პროგრამის ფარგლებში 50 სტუდენტი ახალ პროფესიას შეიძენს

დღეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 50-მა სტუდენტმა ახალი პროფესიების დასაუფლებლად აჭარის დასაქმების სააგენტოს ,,სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის’’ პროგრამის ფარგლებში, სწავლა დაიწყო.

ბართენდერი, სარესტორნო მომსახურება, მიღება-განთავსების სპეციალისტი, კულინარიის ხელოვნება, საფინანსო საქმე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი - ეს ის პროფესიებია, რომელშიც მოხდება სტუდენტების გადამზადება.

დასაქმების ხელშეწყობისა და სამუშაო გამოცდილების მიღების მიზნით, დასაქმების სააგენტო საპილოტე პროგრამას - “სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობას“ ახორციელებს.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ახალ პროფესიულ უნარებს სწავლასთან თავსებადი გრაფიკით დაეუფლებიან.

პროგრამა სპეციალურად სტუდენტებისთვის მოკლევადიანი სასწავლო მოდულით არის შემუშავებული, რომელიც მოიცავს: თეორიულ და პრაქტიკულ კურსს პროფესიული მიმართულებით; უცხო ენის ცოდნის დონის ამაღლებას პროფესიისათვის საჭირო ტერმინოლოგიითა და სამუშაო გამოცდილების მიღებას საწარმოო პრაქტიკის უზრუნველყოფის გზით.

პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები თვითპრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, დამატებით გაივლიან მოკლევადიან სპეციალიზირებულ ტრენინგ კურსს შემდეგი მიმართულებით - რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის შედგენა და გასაუბრებაზე მოქცევის წესები.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics