09:22 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-07 11:37:53, 2281 ნახვა

მსოფლიო
კრემლში დღეს ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის მეოთხე ცერემონია დღეს ტრადიციულად კრემლის ანდრეევსკის დარბაზში გაიმართება.

რუსული მედიის ცნობით, ცერემონია ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დაიწყება და მას 5 ათასამდე სტუმარი დაესწრება.

კერძოდ, პრეზიდენტი თავისი კაბინეტიდან კრემლის დიდ სასახლეში გაემართება, სადაც ფიცს დადებს.

ამის შემდეგ პუტინი ტაძრის მოედანზე გავა, სადაც კრემლის პოლკის აღლუმის დათვალიერება გაიმართება.

ვლადიმერ პუტინის რიგით მეოთხე ინაუგურაციას იტალიის ყოფილი პრემიერ - მინისტრი სილვიო ბერლუსკონი და სავარაუდოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შროდერიც დაესწრებიან.

დღესვე, რუსეთის მთავრობა გადადგება, თუმცა მთავრობის „ძველი“ კაბინეტის წევრები მოვალეობის შემსრულებლები ხდებიან და „ახალი“ მინისტრების დანიშვნამდე თანამდებობაზე დარჩებიან.

დღეიდან ორი კვირის ვადაში რუსეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო დუმას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა წარუდგინოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics