09:40 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 20:38:15, 1671 ნახვა

კომენტარი
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გადადგომას არ აპირებს

თანამდებობებს არავინ არის გამოკიდებული, ყველაფერს აქვს თავის დრო, მოსვლასაც და წასვლასაც, – ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან ძიუდოისტების ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და აღნიშნა, რომ ტყუილად  ცილს სწამებენ. 

„ყველა საკითხში, რაზეც ისინი საუბრობენ, მართალი ვარ და ტყუილად მწამებენ ცილს, ჩემი მხრიდან მათთან მიმართებით მხოლოდ გვერდში დგომა და ყველანაირი პატივისცემა იყო  გამოხატული, დანარჩენი კიდევ ვამბობ, ვფიქრობ, რომ კარგია, გაირკვეს მტყუან-მართალი. კონკრეტულად მაგალითად ერთი ფაქტი მითხრან მე რაში შევუშალე მათ ხელი, რომ წარმატებას მიეღწიათ. დანარჩენი კიდევ ვამბობ, თანამდებობებს არავინ არის გამოკიდებული, ყველაფერს აქვს თავის დრო, მოსვლასაც და წასვლასაც“,– განაცხადა დავით ქევხიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს, როგორც ძიუდოისტები აცხადებენ, დავით ქევხიშვილი ყველა გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს და ფედერაცია ნაკრებს გვერდში არ უდგას.
ამასთან, განცხადების თანახმად, სპორტსმენები ფედერაციას ბოიკოტს უცხადებენ და შეჯიბრებებში მონაწილეობას წყვეტენ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics