|
2018-05-03 11:04:51, 1476 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ბანკმა გააფართოოს თავისი პორტფელი საქართველოში
ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, ტაკეჰიკო ნაკაომ შეხვედრაზე, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის წარმატებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, ქ. მანილაში გაიმართა. ბახტაძის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს შესაძლებლობა, რომ აზიის განვითარების ბანკმა გააფართოოს თავისი პორტფელი საქართველოში. „აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. ADB არის ერთ-ერთი მსხვილი დონორი ორგანიზაცია ჩვენი ეკონომიკისთვის. ყოველწლიურად, დაახლოებით, 250 მლნ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება ბანკის მეშვეობით საქართველოს ინფრასტრუქტურაში. ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ აზიის განვითარების ბანკმა გააფართოოს თავისი პორტფელი საქართველოში, რათა შევძლოთ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება. მისასალმებელია ის გარემოება, რომ აზიის განვითარების ბანკი მონაწილეობს ჩვენს სხვა რეფორმებში, როგორიცაა: კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა, საპენსიო და განათლების რეფორმა. შემდეგი ორი დღის განმავლობაში, გვექნება მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან და ვისაუბრებთ იმ რეფორმებზე, რომელიც უნდა გავატაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში მიმდინარეობს პროექტები, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში. სახელმწიფო სექტორში, ძირითადად, ფინანსდება ინფრასტრუქტურული პროექტები: გზების, ენერგეტიკის, წყლის/წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის მიმართულებით და სხვადასხვა მუნიციპალური პროექტები. ADB-ის მხრიდან ფინანსდება აგრეთვე მთავრობის რეფორმების მხარდამჭერი პროგრამები. დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა შეადგენს, დაახლოებით, 2.4 მილიარდ აშშ დოლარს.
(NS)
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - დრო გადამწყვეტი ფაქტორია
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)