|
2018-05-02 13:47:01, 1412 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: სამართალდამცავი სისტემა უნდა დაცლილიყო იმ პიროვნებებისაგან, რომლებიც ძალადობებთან არიან ასოცირებული
„როდესაც ჩვენ არ ვცვლით იმ ინდივიდებს პროკურატურაში და სხვა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოებში, რომელთა ხელითაც ხდებოდა ძალადობა, რანაირად უნდა გვქონდეს იმედი, რომ გამოძიებულ იქნება პრეზიდენტ გამსახურდიას, ზურაბ ჟვანიას, რაფალიანცის, მუხთარლის საქმეები“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშილმა პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენების დროს განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, წლების განმავლობაში ნამდივლად შეიცვლა სახელმწიოფოს სახე და ის აღარ არის აგრესიული, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა არ ხორციელდება, სტრუქტურების დეპოლიტიზაცია არ მომხდარა. „როდესაც მახსენდება 2015 წელს წამების კადრების საჯარო ჩვენება, მე შემიძლია ვთქვა, რომ ევროპული პოლიტიკური კულტურიდან და კლასიდან ნამდვილად გვაშორებს ასეთი ნაბიჯები. თუმცა, ამავე დროს, ამ წლების განმავლობაში ნამდივლად შეიცვლა სახელმწიოფოს სახე და ის აღარ არის აგრესიული. მოქალაქეს აღარ ეშინია სახელმწიფოსი, განსხვავებით, წინა წლებისგან. ეს ნიშნული თავიდანვე, 2012 წელს დაიდო ხელისუფლების ცვლილების დროს და ეს ნიშნული შენარჩუნებულია. პოზიტიური ცვლილებები ხდება, როგორც პენიტენციალური სისტემის თვალსაზრისით, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნის თვალსაზრისით. მაგრამ, ეს ცვლილება უნდა გატარებულიყო ბევრად უფრო ღრმად. სამართალდამცავი სისტემა უნდა დაცლილიყო იმ პიროვნებებისაგან, რომლებიც ასოცირებულები არიან (და ამაზე კითხვის ნიშანი არ იბადება) იმ ძალადობებთან, რომელიც მანადე ხდებოდა. ამიტომ მივესალმე მე თქვენს ინიციატივას „გირგვლიანის შესწორებების“ შესახებ, რომ სწორედ დევნა კი არა, მაგრამ დაცლა მომხდარიყო, რომ ის აღარასდროს განმეორებულიყო რამაც მაშინ, 2012 წელს, მთელი საქართველო გაგვაერთიანა ძალადობის წინააღმდეგ. ეს არ გაკეთდა. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ არ ვცვლით იმ ინდივიდებს პროკურატურაში და სხვა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოებში, რომელთა ხელითაც ხდებოდა ძალადობა, რანაირად უნდა გვქონდეს იმედი, რომ გამოძიებულ იქნება და საზოგადოებისთვის სამარლიანად იქნება მიწოდებული პრეზიდენტ გამსახურდიას საქმე, ზურაბ ჟვანიას საქმე, რაფალიანცის საქმე, მუხთარლის საქმე. ჩვენ ეს მიზანი, მისია და ეს მანდატი გვქონდა, როდესაც ვცვლიდით ხელისუფლებას, რომ ეს ძალადობა შეცვლილიყო, და რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა არ ხორციელდება დღეს, მაინც ეს ინდივიდები და ამ სტრუქტურების დეპოლიტიზაცია არ მომხდარა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)