|
2015-05-24 10:46:52, 1248 ნახვა
სამხედრო
გიორგი მარგველაშვილმა გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ჰოჯესი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. ქვეყნის პირველმა პირმა გენერალი ჰოჯესი საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული თანადგომისთვის ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა საქართველოს ნატოსთან პარტნიორობის გაღრმავების მხარდაჭერისათვის. „საქართველოს სახელმწიფოს სახელით მადლობას გიხდით იმ წვლილისთვის, რომელიც თქვენ შეიტანეთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი მიმართულების, ნატო-სთან პარტნიორობის გაღრმავებისა და განმტკიცებისათვის. ეს მიმართულება სახელმწიფოებრივად და პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენმა ჯარისკაცებმა თავისი სიცოცხლის ფასად დაამტკიცეს ამ არჩევანის მნიშვნელობა. მოხარული ვარ, რომ გვყავს ასეთი ღირსეული პარტნიორები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ამერიკელმა გენერალმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს საპატიო ჯილდოსთვის და ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობაზე გაამახვილა: „ჩემთვის დიდი პატივია იმ ქვეყნის პრეზიდენტის მიერ აღიარება, რომელთანაც ამერიკის შეერთებულ შტატებს მჭიდრო ურთიერთობა აქვს; დიდი პატივია, ვხედავდე საქართველოსა აშშ-ს შორის პარტნიორობის პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში“, - აღნიშნა ფრედერიკ ჰოჯესმა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)