08:14 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 16:17:14, 1439 ნახვა

კომენტარი
ზოიძე: საგანელიძეს გასვლა უნდოდა, თუმცა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ის შემადგენლობაში დარჩება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, აკაკი ზოიძის ინფორმაციით, „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელ დავით საგანელიძეს პოლიტსაბჭოდან გასვლა უნდოდა, თუმცა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ის შემადგენლობაში დარჩება.

"დავით საგანელიძემ დააყენა ეს საკითხი, თვლიდა, რომ შეიძლებოდა მისი წევრობა სხვაგვაირად ყოფილიყო აღქმული, მაგრამ პოლიტსაბჭოზე ერთხმად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ საბჭოში უნდა ყოფილიყო ადამიანი, არა პარლამენტიდან ან მთავრობიდან. ასეთი ადამიანი იყო დავით საგანელიძე", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

რაც შეეხება თავად მას, დეპუტატის თქმით, მისი თვითმიზანი პოლიტსაბჭოს წევრობა არასოდეს ყოფილა.

"ჩვენ დღეს ვისმჯელეთ და შევთანხმდით პრინციპზე, რომელიც არის ის, რომ პარტიის პოლიტსაბჭოში უნდა ყოფილიყო აღმასრულებელი მდივნები, სპიკერატი პარლამენტიდან, ასევე ფრაქციის წარმომადგენლები. თავად შემადგენლობა უკვე ცნობილია და მე ვიმეორებ, ჩემთვის, ისე როგორც დანარჩენი ყოფილი წევრებისთვის, პოლიტსაბჭოს წევრობა თვითმიზანი არასოდეს ყოფილა და არ არის. პოლიტსაბჭო არის პირველ რიგში ორგანო, რომელიც განსაზღვრავს პარტიის კურსს, სტრატეგიულ კურსს და ამას აკეთებს პარტიის თავმჯდომარე. უნდა შექმნილიყო პარტიისთვის ყველაზე მოქნილი სტრუქტურა და ამიტომ შემცირდა პოლიტსაბჭოს წევრების რაოდენობა 15-მდე. ეს არის ის ოპტიმალური სტრუქტურა, რომელიც შეიძლება მართო. არანაირი პიროვნული დისკუსიები არ ყოფილა", - განაცხადა ზოიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics