|
2018-05-01 13:18:25, 1426 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ Spotlight 2018-ის წარმდგენია
საქართველოს ბანკი ბიზნესის სფეროსა და მასში დასაქმებული ადამიანების განვითარების მხარდაჭერის მიზნით Spotlight 2018-ის პარტნიორი გახდა. ღონისძიება წელს 27 მაისს, სასტუმრო რედისონში, განახლებული ფორმატით ჩატარდება. ღონისძიება მარკეტინგული ინდუსტრიის წარმომადგენლებს მისცემს საშუალებას, სივრცესა და დროს კომუნიკაციისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და იდეების გაცვლისთვის. წლევანდელი Spotlight-ის მთავარ თემას წარმოადგენს „გამარჯვება“ და ეძღვნება ადამიანებს და ისტორიებს, რომლებიც მოძრაობენ გამარჯვებისთვის. ღონისძიების ფოკუსია მარკეტინგის და რეკლამის ინდუსტრია. წლევანდელი Spotlight-ი სამი კომპონენტისგან იქნება შემდგარი. ესაა: ლექცია- მასტერკლასები, პანელური დისკუსიები და ინსპირაციული გამოსვლები, რომელიც დღის პირველ ნახევარში, ერთმანეთის პარალელურად გაიმართება. გამოცდილი ქართველი პროფესიონალები მსმენელს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ციფრული მარკეტინგის, ბრენდინგისა და გაყიდვების მიმართულებით. ღონისძიების მეორე ნახევარში კი აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა სფეროს 9 წარმატებული სპიკერი საკუთარი ისტორიებითა და პრაქტიკული მაგალითებით წარსდგება. Spotlight პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიებაა, რომელიც Marketer.ge-ს ინიციატივით, 2013 წლიდან იმართება. პროექტის მიზანია საქართველოს ბიზნესის სფეროში დასაქმებული ადამიანების განვითარება, ქართველი სპიკერების გამოცდილების ამაღლება და მათთვის გლობალურ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემა. დამატებითი ინფორმაციისთვისთვის გთხოვთ ეწვიოთ: https://www.facebook.com/spotlightge/
(R)
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - დრო გადამწყვეტი ფაქტორია
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობს რუსი პროპაგანდისტის ძებნა, რომელიც მდინარე ლიახვში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)