08:27 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 12:16:54, 1818 ნახვა

პოლიტიკა
სოფო კილაძე: არავითარი ჰომოფობიური განცხადება ჩვენთან არ გაკეთებულა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე დღეს პარლამენტთან ლგბტ ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციას გამოეხმაურა, სადაც მის გადადგომას ითხოვდნენ.

როგორც კილაძემ აღნიშნა, მათი მხრიდან ჰომოფობიური განცხადება არ გაკეთებულა.

”ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს აზრი და გამოხატოს ეს აზრი. ყველა ადამიანი არის ჩვენს ქვეყანაში დაცული კანონით, კონსტიტუციით და ბუნებრივია ჩვენი მოვალეობა არის დავიცვათ თითოეული ადამიანი. არავითარი ჰომოფობიური განცხადება ჩვენთან არ გაკეთებულა. დემონსტრაციის გამართვის უფლება აქვს ყველას თუ ის კანონის ფარგლებში ჯდება და აქიდან გამომდინარე ყველაფერი მიდის წესის და კანონის ფარგლებში”, - აცხადებს სოფო კილაძე

”ექსპრესნიუსის” მიერ დასმულ კითხვას - შეუერთდება თუ არა ის 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს, კილაძემ არ უპასუხა.

ცნობისთვის, „თანასწორობის მოძრაობის“ მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობასთან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადება გააპროტესტეს და მისი გადადგომა მოითხოვეს. ისინი კომიტეტის სხდომაზე დასწრებას და კილაძისგან ახსნა-განმარტებას ითხოვდნენ, თუ რატომ არ აპირებს ღონისძიების გამართვას 17 მაისს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics