12:42 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-30 15:45:15, 1622 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: მარტში მშპ-ს საშუალო ზრდამ 5.6% შეადგინა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიდმიტრი ქუმსიშვილმა, მარტში ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, სადაც ზრდის მთავარ ფაქტორებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მარტში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა ძირითადად შემდეგ სფეროებში დაფიქსირდა: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი, სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა, უძრავი ქონება.  წინასწარი შეფასებით, 2018 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით  მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5.6% (იანვარი - 4.4%;  თებერვალი - 5.5%) შეადგინა.

ამასთან, პირველი ვიცე-პრემერის ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა მომსახურების ექსპორტის ზრდამ.

2018 წლის მარტში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 12.1 პროცენტით  გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა  4 786 ერთეულს გაუტოლდა.

„მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებასა და მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონის ზრდას" - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მაღალი პოზიციები ქვეყანას კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს, მათ შორის ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

ქუმსიშვილმა ბრიფინგზე მარტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების პოზიტიურ დინამიკაზეც ისაუბრა.

მინისტრის ინფორმაციით, გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან, კერძოდ,  მარტში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 31.3 პროცენტით (56.3 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 236.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების წვლილმა ეკონომიკურ ზრდაში დაახლოებით 3.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიფინგზე ეკონომიკის ზრდის სხვა ფაქტორებზე ისაუბრა, მათ შორის წმინდა ფულადი გზავნილების მაღალ მაჩვენებელზე, მან ასევე აქცენტი გააკეთა საგარეო ვაჭრობის დადებით დინამიკაზე.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობს რუსი პროპაგანდისტის ძებნა, რომელიც მდინარე ლიახვში ჩავარდა
ზელენსკი „ასოცირებული წევრობის“ იდეას უსამართლოდ მიიჩნევს - Reuters
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics