|
2015-05-23 10:14:17, 375 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს თბილისის „ევროპული სკოლის“ მოსწავლეები ეწვივნენ
შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, თბილისის „ევროპული სკოლის“ მოსწავლეები და მათი პედაგოგები ეწვივნენ. პროექტს შინაგან საქმეთა სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს. უწყების ინფორმაციით, სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს კინოლოგიის სამსახურის უფროსმა ზვიად ნიჟარაძემ უმასპინძლა. საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები მოსწავლეებს სამმართველოს საქმიანობის სპეციფიკაზე ესაუბრნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს. შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს კინოლოგიის სამსახური, გაეცნენ კვალის და სუნის აღების საშუალებებს, დაესწრნენ თითის ანაბეჭდების აღების პროცედურას, მონაწილეობა მიიღეს დანაშაულის და გამოძიების სიმულაციურ თამაშში. ღონისძიების მიზანი იყო მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მოზარდთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ფორმების და მოქალაქეების უფლებების შესახებ, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით. კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამა „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ხორციელდება როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების საჯარო სკოლებში, მათ შორის, არაქართულენოვან სკოლებში.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)