|
2018-04-27 12:39:01, 762 ნახვა
რეგიონი
ხონის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯუხრაძემ და კომპანია „სოკარი ჯორჯია გაზის" დირექტორმა აზერ მამმადოვმა სოფლებში: დიდ გუბში, პატარა გუბსა და შუა გუბში ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს. აღნიშნულ სოფლებში, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა" 25,5კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი ააშენა, რის შედეგადაც სოფლებში მცხოვრებ 500მდე ოჯახს ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა. "ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურად მუშაობას საქართველოს მასშტაბით სოფლების გაზიფიცირებისათვის. მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ამაღლდეს ჩვენი მოსახლეობის ენერგომატარებლებზე ხელმისავწვდომობა, ოჯახებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ჩაერთონ გაზგამანაწილებელ ქსელში და მოიხმარონ ბუნებრივი აირი. განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც მკაცრი კლიმატური პირობებია. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის" მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად ბუნებირვი აირის მოხმარების საშუალება მიეცა 300 ათასამდე ოჯახს. 2013 წლიდან საქართველოს მთავრობაც აქტიურად ჩაერთო გაზიფიცირების პროცესში და დღემდე საქართელოს მასშტაბით, რეგიონებში, გაზიფიცირების სამუშაოებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფიილა 130მილიონ ლარზე მეტი.„ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ. დღეის მდგომარეობით იმერეთის რეგიონში აშენებულია 1890კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი, რამაც 40ათასამდე ოჯახს მისცა ბუნებრივი აირის მოხმარების საშუალება. შეგახსენებთ, რომ 2014წელს, ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების ტარიფი 600-დან 400 ლარამდე შემცირდა. მოქალაქეებს შემცირებული ტარიფის გადახდა 25 ლარიანი პორციებით 16 თვის განმავლობაში შეუძლიათ. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.
(NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)