|
2018-04-25 22:13:37, 1983 ნახვა
ეკონომიკა
მარტში, ლარში გაცემული სესხების მოცულობა 2.6%-ით, უცხოურ ვალუტაში გაცემული კი, 0.3%-ით გაიზარდა
მარტში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2.6%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 0.3%-ით. ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2018 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით 286.6 მლნ ლარით (1.3 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.8 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 22.2 მლრდ ლარი შეადგინა. სებ-ის ცნობით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 247.5 მლნ ლარით (2.6 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 39.1 მლნ ლარით (0.3 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.0 პროცენტით გაიზარდა). „რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2018 წლის მარტის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.6 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.2 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 7.0 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.9 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 4.6 პროცენტით მეტი). 2018 წლის მარტის განმავლობაში 1.1 პროცენტით ანუ 134.3 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 11.8 მლრდ ლარს გადააჭარბა. მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.75 პროცენტი შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.54 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.10 პროცენტული პუნქტით)“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.
ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობს რუსი პროპაგანდისტის ძებნა, რომელიც მდინარე ლიახვში ჩავარდა
ზელენსკი „ასოცირებული წევრობის“ იდეას უსამართლოდ მიიჩნევს - Reuters
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)