12:11 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-23 13:06:58, 1761 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ პროექტ „ბიზნეს კაფე“-ს პარტნიორი გახდა

„საქართველოს ბანკი“ ბიზნეს პროექტის - „ბიზნეს კაფე“-ს  პარტნიორი გახდა.

„საქართველოს ბანკი“, საკონსულტაციო კომპანია ინსორსისა და „ბიზნეს კაფე“-ს პროექტის ფარგლებში, საკუთარ მომხმარებელს აძლევს საშუალებას, ბიზნესის სხვადასხვა სფეროში წარმატებულმა ადამიანებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება არაფორმალურ გარემოში  გაუზიარონ, დისკუსიები გამართონ  ბიზნესის სფეროს მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებთან დაკავშირებით და ინფორმაცია გაცვალონ საუკეთესო, საერთაშორისო  პრაქტიკის შესახებ.

საკონსულტაციო კომპანია ინსორსისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზებული პირველი შეხვედრა სამსახურთან  მიჯაჭვულობის თემატიკას მიეძღვნა. შეხვედრის სპიკერი  საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე იყო. შეხვედრა აქტიური დისკუსიის ფორმატში წარიმართა.  შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ  საქართველოს ბანკის მცირე, საშუალო, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები და  კლიენტები. 

 „ბიზნეს კაფე“-ს პროექტის ფარგლებში შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, სადაც სპიკერები და სტუმრები შეძლებენ ერთმანეთთან მრავალფეროვან საკითხებზე დისკუსიების გამართვას.

 

 

®





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics