|
2018-04-19 15:48:14, 1948 ნახვა
ეკონომიკა
Gebrüder Weiss-ი საქართველოში დამატებით 2 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს
მსხვილი ავსტრიული სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანია Gebrüder Weiss-ი საქართველოში ტერმინალის გაფართოებაში დამატებით 2 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს, - ამის შესახებ კომპანიის მმართველი საბჭოს წევრმა ვოლფრამ ზენგერ-ვაისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, კომპანია საქართველოში განხორციელებული ინვესტიციით კმაყოფილია და მიესალმება იმ განვითარების დინამიკას, რომელიც ქვეყანაში არსებობს. „ჩვენ დაახლოებით 5 წლის წინ შემოვედით საქართველოში და დღეს ძალიან კმაყოფილნი ვართ ჩვენი ინვესტიციებით. ჩვენ არაერთი ბიზნესი მოვიზიდეთ. ასევე შემოგვყავს მსხვილი იაპონური კომპანია. ეს პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდება. ჩვენ ვაპირებთ, დამატებით 2 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განვახორციელოთ ჩვენი ლოგისტიკური ტერმინალის გაფართოებაში. ეს არის პირველი ნაბიჯი განვითარების შემდგომ ფაზაზე. პრემიერ-მინისტრმა გამაცნო ქვეყნის წარმატებები და აღნიშნა, რომ დაინტერესებულია ლოგისტიკის სექტორის განვითარებით. საქართველოში ლოგისტიკური ტერმინალის გახსნის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ორიოდე წლის წინ მივიღეთ, სწორი აღმოჩნდა. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა აქ ყოფნა", - განაცხადა ვოლფრამ ზენგერ-ვაისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი პრემიუმკლასის ლოგისტიკური ტერმინალის მშენებლობაში თბილისში Gebrüder Weiss-მა 10 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფეროებია სახმელეთო ტრანსპორტირება, საჰაერო და საზღვაო ტვირთების გადაზიდვა, ლოგისტიკა და სხვა. Gebrüder Weiss-ს, რომლის გლობალური ქსელი მსოფლიოს 28 ქვეყანაში 150 ფილიალს აერთიანებს, 7 000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას Gebrüder Weiss-ის გენერალური დირექტორი ალექსანდრე ხარლამოვი, კომპანიის რეგიონული დირექტორი ტომას მოზერი და საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრნენ.
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)