|
2018-04-18 14:43:28, 2262 ნახვა
მსოფლიო
ფრანგული მედია ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების დაკავებას ეხმაურება
საფრანგეთსა და საბერძნეთში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების და კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრის დაკავებაზე ფრანგული მედია წერს. გამოცემა Actu-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ერთ წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. "17 აპრილს საფრანგეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 300 ჟანდარმი იყო მობილიზებული მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში, რომლის შედეგად საქართველოს 15 და სომხეთის ერთი მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალი „ქურდული სამყაროს“ წევრობაში და კალვადოსის რეგიონში და ნორმანდიაში ათასობით ქურდობაში ედებათ. ამ ადამიანების უმეტესობა კალვადოსში ცხოვრობს. 2016 წელს ნორმანდიაში ძარცვა-ყაჩაღობის ფაქტების ზრდამ გამომძიებლებს საშუალება მისცა დაედგინათ ე.წ. კანონიერი ქურდები და მთავარი შემსრულებლები, რომელთა ნაწილი საბერძნეთში ცხოვრობდა. ამასთან, მაფიოზური დაჯგუფების 4 ქართველი ლიდერი ორშაბათს 16 აპრილს საფრანგეთში და საბერძნეთში დააკავეს", - წერს გამოცემა. "ეს სპეცოპერაცია საქართველოს, საფრანგეთისა და საბერძნეთის პოლიციის შესანიშნავი თანამშრომლობის შედეგია", - განაცხადა ქალაქ რენის პროკურორმა. სპეცოპერაციის შესახებ კიდევ ერთი ფრანგული გამოცემა Lorientlejour წერს. გამოცემის ცნობით, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილი 16 აპრილს სალონიკში დააკავეს. "57 წლის შუშანაშვილი 3 ქვეყნის მიერ ორგანიზებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მასთან ერთად სალონიკში კიდევ 2, სავარაუდო თანამზრახველი დააკავეს. პირველად ლაშა შუშანაშვილი საბერძნეთში 2012 წელს დააკავეს. მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შუშანაშვილს ბრალად ნარკოტიკული საშუალებებით, იარაღით და საიუველირო ნაკეთობებით ვაჭრობა ედებოდა. აღნიშნულით შუშანაშვილი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვაჭრობდა. მაშინ საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით შუშანაშვილის ექსტრადირება არ მოხდა და მისი თავისუფლების აღკვეთის საკითხზე თავად საბერძნეთმა იმსჯელა. მოგვიანებით შუშანაშვილი გაათავისუფლეს. მოგვიანებით დადგინდა, რომ ე.წ. კანონიერ ქურდი კრიმინალურ საქმიანობას აგრძელებდა. ბოლო წლების განმავლობაში შუშანაშვილზე საერთაშორისო ორდერი იყო გაცემული, მათ შორის მის ექსტრადირებას საფრანგეთიც ითხოვდა", - წერს ფრანგული გამოცემა. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, ევროპოლთან დაწყებული ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში 4 ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრია დაკავებული. მისივე თქმით, დაკავებულებს შორის არიან მსახიობი კახა (კაბუ) აბუაშვილი და ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილი.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)