|
2018-04-18 13:19:17, 1491 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჩიქოვანმა Berlin Energy Transition Dialogue 2018-ში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა ბერლინში გამართულ Berlin Energy Transition Dialogue 2018-ში მონაწილეობა მიიღო და „განახლებადების როლი ენერგეტიკული უსაფრთხოების" საკითხზე მიძღვნილ სესიაში მოხსენება გააკეთა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც სუფთა ენერგიის მწარმოებლის და ენერგეტიკული რესურსებით ვაჭრობის რეგიონალური ცენტრის მნიშვნელობაზე. გიორგი ჩიქოვანი ასევე შეეხო: ენერგეტიკული ბაზრის და ვაჭრობის მექანიზმების განვითარების საკითხს, განახლებადი ენერგიების ათვისებას და ენერგეტიკის სფეროში კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა ორმხრივი შეხვედრა გამართა გერმანიის ეკონომიკის და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს თომას ბარეისთან, სადაც საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და მის განვითარებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)