21:19 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-14 13:15:38, 2245 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის უწყება: სირიაში 110 რაკეტაზე მეტი გამოიყენეს - 3 ადამიანი დაშავდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციით, საერთასორისო კოალიციამ სირიაზე იერიშის განხორციელების დროს 110 რაკეტაზე მეტი გამოიყენა.

ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

უწყების ცნობით, დარტყმები ხორციელდებოდა როგორც ზღვიდან, ასევე ჰაერიდან.

"გამოიყენეს ფრთიანი რაკეტები და ასევე "ჰაერის" კლასის რაკეტებიც. სულ 110 რაკეტაზე მეტი იყო გაშვებული. დაშავდა 3 ადამიანი", - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.

ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

აღსანიშნავია, რომ სირიაზე სარაკეტო დარტყმას მსოფლიო ლიდერები უკვე გამოეხმაურნენ. საერთაშორისო კოალიციის ქმედებებს მხარი ევროკავშირმა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებმა დაუჭირეს. რაც შეეხება რუსეთს, ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია და სირიაზე განხორციელებული იერიში დაგმო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics