2018-04-13 15:21:57, 2019 ნახვა
მსოფლიო
უკრაინა დსთ-ს ტოვებს
უკრაინა დსთ-ს ტოვებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობასთან ერთად უნდა შემუშავდეს წინადადებები დსთ-ს საწესდებო ორგანოებში უკრაინის მონაწილეობის ოფიციალური შეწყვეტის შესახებ.
„იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა არასდროს ყოფილა და ახლაც არ არის დსთ-ს წევრი, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ დსთ-მ უარი თქვა რუსეთის აგრესიის დაგმობაზე, მივმართავ თხოვნით, რომ მთავრობასთან ერთად შევიმუშავოთ წინადადებები დსთ-ს საწესდებო ორგანოებში ჩვენი მონაწილეობის ოფიციალური შეწყვეტის შესახებ, ასევე მინსკში, შესაბამის ინსტიტუტებში უკრაინის წარმომადგენლობის საბოლოოდ დახურვის შესახებ“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა ოფიციალურად არ არის დსთ-ს წევრი ქვეყანა, რადგან არ აქვს რატიფიცირებული ორგანიზაციის წესდება. უკრაინას თურქმენეთთან ერთად დსთ-ში ასოცირებული წევრის სტატუსი აქვს.
ავტორი: ,