11:03 - 23 May, 2026
|
2018-04-13 14:57:00, 1609 ნახვა
ეკონომიკა
AIIB ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესდა
აზიის ინფრასტრუქტურის და ინვესტიციების ბანკი (AIIB) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს განიხილავს, - ასეთი იყო საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერიs, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის და AIIB-ის შეხვედრის მთავარი საკითხი. შეხვედრა ბანკის სათაო ოფისში, რომელიც ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართა, სადაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის სამუშაო ვიზიტი მიმდინარეობს. ბანკის პრეზიდენტთან ძინ ლიცუნთან და მის მოადგილეებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ანაკლიის პორტის საკითხზე. აღინიშნა, რომ ბანკის სპეციალისტთა ჯგუფი უკვე სწავლობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს. მათ მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ, საკითხი ბანკის მმართველთა საბჭოზე იქნება განხილული და დამტკიცებული.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)