|
2018-04-13 14:56:48, 1639 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის ინფრასტრუქტურის და ინვესტიციების ბანკის პრეზიდენტს ძინ ლიცუნს და ბანკის უმაღლეს მენეჯმენტს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პროექტების მიმდინარეობას, რომელთაც საქართველოში აზიის ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების ბანკი ახორციელებს, აგრეთვე დაგეგმილ და განხილვის პროცესში არსებულ პროექტებს. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ნენსკრაჰესის, ელექტროგადამცემი ხაზების, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობის პროექტები, ასევე ბათუმის შემოვლითი გზის პროექტზე, რომელიც ასევე აზიის ინფრასტრუქტურის და ინვესტიციების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. მხარეებმა ყველა ამ პროექტზე გაცვალეს ინფორმაცია. აღინიშნა, რომ პროექტები შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე, აგრეთვე სს „საქართველოს რკონიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)