11:03 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 14:51:15, 1600 ნახვა

ეკონომიკა
ჩინეთის დელეგაცია საქართველოს ივნისში ესტუმრება

ჩინეთი და საქართველო სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმების გაფორმების დასრულების მიზნით ივნისში ჩინეთის დელეგაცია ესტუმრება, - აღნიშნულ შეთანხმებას მიაღწიეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრმა ლი სიაოპინმა. შეხვედრა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე. ჩინეთის მინისტრის განცხადებით, ივნისში საქართველოში დელეგაცია ჩინეთიდან შეხვედრებს გამართავს ქართული მხარის წარმომადგენლებთან და მოამზადებს წინადადებებს შეთანხმებასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეთანხმების გაფორმება და ამოქმედება წაახალისებს საქართველოსა და ჩინეთს შორის ყველა სატრანსპორტო საშუალებით სატვირთო გადაზიდვების განვითარებას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics