2018-04-12 17:38:09, 2046 ნახვა
მსოფლიო
მერკელი: გერმანია სირიაში შესაძლო სამხედრო მოქმედებაში მონაწილეობას არ მიიღებს
გერმანია სირიაში შესაძლო სამხედრო მოქმედებაში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დანიის პრემიერ-მინისტრ ლარს ლიოკე რასმუსენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, კანცლერის თქმით, გერმანიისთვის მიუღებელია ქიმიური თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე.
„გერმანია სამხედრო მონაწილეობას არ მიიღებს. ამ მომენტისთვის აშშ-ს არ მიუღია გადაწყვეტილება დარტყმების შესახებ“, - განაცხადა მერკელმა.
შეგახსენებთ, 8 აპრილს სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აშშ მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის მოკავშირე რუსეთს აკისრებს, ოფიციალური მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფს.
ავტორი: ,