11:05 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-12 15:54:20, 1594 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: გვჯერა, რომ საქართველოში მიმდინარე საქმიანობა შექმნის დამატებით შესაძლებლობებს შუალედური დერეფნისთვის

„მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოში დაგეგმილი და მიმდინარე საქმიანობა გაზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას და შექმნის დამატებით შესაძლებლობებს შუალედური დერეფნისთვის, რათა ის იქცეს „ერთი გზა, ერთი სარტყელის ინიციატივის" ძირითად  მარშრუტად, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ჩინეთის სახალხო ბანკის კონფერენციაზე  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ამავდროულად, სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდის შედეგად, გაფართოვდება ქვეყნის შიდა ინდუსტრიული და მომსახურების ბაზა ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად.

„ეს შექმნის ახალ შესაძლებლობებს მოსახლეობის ყველა სეგმენტისთვის და თანაბრად გადაანაწილებს კეთილდღეობის დივიდენდებს საზოგადოებაში როგორც ფინანსური, ისე არაფინანსური თვალსაზრისით", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეებს საქართველოს მთავრობის ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics