|
2018-04-12 15:00:34, 1499 ნახვა
ეკონომიკა
ოკუპირებული აფხაზეთი ანექსირებული „ყირიმის მეგობართა კლუბში“ გაწევრიანდა
ოკუპირებული აფხაზეთი ანექსირებული "ყირიმის მეგობართა კლუბში" გაწევრიანდა, - ამის შესახებ ოკუპირებულ რეგიონში კლუბის თავმჯდომარემ არტურ მიქვაბიამ განაცხადა. ინფორმაციას "სპუტნიკ-აბხაზია" ავრცელებეს. "გასულ წელს ყირიმის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება შეექმნა ყირიმის მეგობართა ასოციაცია, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 30-მდე ორგანიზაცია გაწევრიანდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ კლუბში უნდა გავწევრიანდეთ. მიგვაჩნია, რომ კლუბში გაწევრიანებით გაუმჯობესდება არა მარტო ეკონომიკური მდგომარეობა, არამედ კულტურული, სპორტული და შემეცნებითი სფეროები", - განაცხადა მიქვაბიამ. მისივე ინფორმაციით, "ყირიმის მეგობართა კლუბი აფხაზეთში" რამდენიმე თვის წინ შეიქმნა. მასში ამ ეტაპზე 6 ადამიანია გაწევრიანებული. მიქვაბიას განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ანექსირებულ ყირიმს ბევრი რამ აკავშირებს. საოკუპაციო რეჟიმის თქმით, აფხაზეთი მხარს უჭერდა ყირიმში ჩატარებული ე,წ, რეფერენდუმის შედეგებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)