|
2018-04-11 17:25:24, 1518 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა ძალიან დიდია
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმთან. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები განიხილეს. "აღინიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ზრდის პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა ძალიან დიდია. ამ მხრივ, აქცენტი გაკეთდა ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმებაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, 8 აპრილს ამოქმედდა. ითქვა, რომ შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თანამშრომლობას საქართველოსა და საემიროებს შორის ინვესტიციების ზრდის მიმართულებით. როგორც შეხვედრაზე ითქვა, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა 800 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ქართულმა მხარემ დიდი მადლობა გადაუხადა საემიროების ხელმძღვანელობას გულთბილი დახვედრისა და კეთილი დამოკიდებულებისთვის. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ასევე რეფორმებსა და მიღწევებზე, რომელიც ქართულ მხარეს გააჩნია ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ასევე პოზიტიურად შეფასდა მიღებული გადაწყვეტილება ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტისა და საინვესტიციო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელთა მეშვეობითაც თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ახალ, მნიშვნელოვან საფეხურზე გადავა",-ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)