|
2018-04-11 10:05:22, 1547 ნახვა
ეკონომიკა
გაერთიანებული საემიროების ინვესტორთა საბჭოს გენმდივანი: საქართველოში არის ღია ბაზარი და ლიბერალური ეკონომიკა
„სიტყვები, რომლითაც შეიძლება დავახასიათო საქართველო, არის „ღია ბაზარი„ და „ლიბერალური ეკონომიკა", - ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების საერთაშორისო ინვესტორთა საბჭოს გენერალურმა მდივანმა ჯამალ ჯარვანიმ დუბაიში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრებოდა. „მინდა შევეხო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეულ წარმატებას ქვეყანაში, როგორც ბიზნესის კეთების დაცულობის, ისე ბაზრის გახსნილობის კუთხით. სიტყვები, რომლითაც შეიძლება დავახასიათო საქართველო, არის „ღია ბაზარი„ და „ლიბერალური ეკონომიკა." მე ეს ყველაფერი ჩემი თვალით მაქვს ნანახი და ვფიქრობ, უფრო მეტად უნდა შევისწავლოთ საქართველოში საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობები" - განაცხადა გაერთიანებული საემიროების საერთაშორისო ინვესტორთა საბჭოს გენერალურმა მდივანმა ჯამალ ჯარვანიმ. პირველმა ვიცე-პრემიერმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დუბაის საინვესტიციო ფორუმზე გამართულ პანელში მიიღო მონაწილეობა, სადაც ფორუმის მონაწილეებს საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატი და შესაძლებლობები გააცნო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)