13:57 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-31 13:42:39, 2173 ნახვა

მსოფლიო
ღაზას სექტორში შეტაკებებს 16 ადამიანი ემსხვერპლა, 1 500-მდე კი, დაშავდა

ღაზას სექტორში შეტაკებების დროს სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა, 1 500-მდე კი, დაშავდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის შეტაკება ისრაელ-ღაზას საზღვარზე მოხდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე 6-კვირიანი საპროტესტო აქცია გრძელდება.
მედიის ცნობით, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პალესტინელებმა ე.წ. დაბრუნების მარში მოაწყვეს. აქცია მოძრაობა "ჰამასის" მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც ისრაელი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. 

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პალესტინელებს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევის საშუალებას არ მისცემენ. სასაზღვრო ზონაში ისრაელმა 100 სნაიპერი განათავსა.

ცნობისთვის, აქციები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. სწორედ ამ დროს იერუსალიმში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გახსნა იგეგმება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics