01:43 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-20 17:34:40, 491 ნახვა

საზოგადოება
ფინეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

საქართველოს საელჩომ ფინეთში ჰელსინკის ცენტრში მდებარე ცნობილი კათედრალური ტაძრის დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საელჩოს მიღებას ფინეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტოების წარმომადგენლები, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ასევე კულტურის მოღვაწეები, მეცნიერები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სტუდენტები, ფინეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები დაესწრნენ.

ფინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ დამსწრეებს სიტყვით მიმართა, მან ისაუბრა საქართველოს წარსულზე, ტრადიციებზე, თანამედროვეობაზე, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე, საქართველოსა და ფინეთს შორის თანამშრომლობაზე, ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებზე.

საელჩო სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა. საზეიმო მიღების განმავლობაში დარბაზში ისმოდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საგალობლები, ხოლო ტაძრის კედლებზე გამოფენილი იყო ფოტოსურათები საქართველოს ხედებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics