13:59 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 12:14:26, 2266 ნახვა

მსოფლიო
იულია სკრიპალი გონზე მოვიდა და საუბარი შეუძლია

რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის შვილი, იულია გონზე მოვიდა და საუბარი შეუძლია. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, 33 წლის იულია სკრიპალის მდგომარეობა სწრაფად უმჯობესდება და კრიტიკული აღარ არის. მეტიც, ექიმების თქმით, „მან უკვე საჭმელი მოითხოვა და წყალიც დალია.“

რაც შეეხება სერგეი სკრიპალს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.

შეგახსენებთ, რომ სკრიპალები 4 მარტს ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლაში რუსეთს დასდეს ბრალი. სანქციის სახით, ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. სერგეი სკრიპალის საქმის გამო რუს დიპლომატებს უკვე 30-ზე მეტი ქვეყნიდან აძევებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics