|
2018-03-29 17:20:31, 2531 ნახვა
პოლიტიკა
შვეიცარიის საელჩო - საქართველოში რუსეთის ინტერესების წარდგენას გავაგრძელებთ
შვეიცარია საქართველოში რუსეთის ინტერესების წარდგენას გააგრძელებს, - ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. "შვეიცარიის საელჩომ მიიღო და გადასცა რუსეთის სექციას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა დიპლომატის გაძევების თაობაზე. აღნიშნული მოთხოვნა არ იმოქმედებს შვეიცარიის მანდატზე საქართველოში რუსეთის ინტერესები წარადგინოს და ასევე რუსეთში საქართველოს ინტერესების წარდგენა განახორციელოს", - აცხადებენ შვეიცარიის საელჩოში. თავად რუსეთის ინტერესების სექცია, დიპლომატის გაძევებაზე კომენტარს არ აკეთებს. ცნობისთვის, „სკრიპალის საქმის“ გამო, საქართველო რუს დიპლომატს აძევებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს მიუღებელ პიროვნებად აცხადებს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში. შეგახსენებთ, რომ კონფლიქტი ბრიტანეთსა და რუსეთს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პრემიერმა ტერეზა მეიმ ოფიციალური კრემლი, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მოწამვლაში და ქიმიური იარაღის "ნოვიჩოკის" გამოყენებაში დაადანაშაულა. თავის მხრივ რუსეთი ბრალდებებს უარყოფს. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტერეზა მეის ბრალდებებს "პოლიტიკური შოუ" უწოდა. აღნიშნული სკანდალის აგორების შემდეგ დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა ნატოს- და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გამოუცხადეს და რუსი დიპლომატები გააძევეს. ამ დროისთვის სულ 150-მდე რუსი დიპლომატია გაძევებული.
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)