2018-03-28 18:18:05, 1390 ნახვა
კომენტარი
დონდუა: მთავარი განხილვები წინაა, თუმცა რაც მოხდა, მიანიშნებს იმაზე, რომ კუთხეში არა ჩვენ, არამედ რუსეთი იყო მომწყვდეული
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, ჟენევაში რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან პროვოკაციული განცხადებები გაკეთდა.
დონდუას შეფასებით, მათ კონსტრუქციული დიალოგი არ სურთ.
„რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა შეთანხმებულად გააკეთეს ისეთი პროვოკაციული განცხადებები, რაც აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი არ არიან მზად წამოვიდნენ კონსტრუქციულ დიალოგზე და შეგნებულად აპირებენ ამ მოლაპარაკებების არასწორი მიმართულებით წაყვანას და საბოლოოდ ჩაშლას. მთავარი განხილვები იქნება ნაშუადღევს, მაგრამ ის რაც მოხდა დღისით, უკვე მიანიშნებს, იმაზე, რომ თუ ვინმე იყო კუთხეში მომწყვდეული, ეს არა ჩვენ არამედ რუსეთის იყო“, - განაცხადა დავით დუნდუამ.
ავტორი: ,