|
2018-03-28 13:25:03, 1996 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში დაკავებულ ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ გირაოზე უარი უთხრა
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ სპორტსმენს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრა, - ამის შესახებ მისმა მეგობარმა, მოკრივე მერაბ დვალიშვილმა "მოამბეს" განუცხადა. დვალიშვილის ინფორმაციით, სასამართლო პროცესი ნიუ-იორკში გუშინ ჩატარდა. მოსამართლემ ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატი 35 ათასი დოლარის ოდენობის გირაოს ითხოვდა. მორიგი სასამართლო პროცესი 4 ივნისს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე ნიუ-იორკში, ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას კრიმინალური დაჯგუფების წევრებთან ერთად 2017 წლის ზაფხულში დააკავეს. ხურციძეს რეკეტს, თავდასხმას და რამდენიმე სახის თაღლითობას ედავებიან. წინასწარი მოსმენის დროს, პროკურატურამ წარადგინა 2 ვიდეომასალა, სადაც ჩანს თუ როგორ სცემს ხურციძე პოლიციის ინფორმატორს. ხურციძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)