|
2018-03-27 12:51:10, 1948 ნახვა
მსოფლიო
საგამოძიებო კომიტეტი - კემეროვოს სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები ხანძრის დროს გაიქცნენ და ბავშვები მიატოვეს
კემეროვოს სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები ცეცხლის გაჩენის დროს შენობიდან პირველები გაიქცნენ და ბავშვები დატოვეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა განუცხადა. მისი ცნობით, ამჟამად დაკითხვაზეა სავაჭრო ცენტრის ყველა თანამშრომელი, მათ შორის დაცვის სამსახურის წევრები და ისინი, ვინც "კინოდარბაზები დახურა". "ის თანამშრომლები, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ ეზრუნათ უსაფრთხოებაზე, პირველები გაიქცნენ. თითქმის არ არის დანაკარგი სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის წევრებს შორის", - განაცხადა ბასტრიკინმა. ხანძრის სავარაუდო მიზეზებს შორის ბასტრიკინმა ელექტრომოწყობილობის თვითაალება, ან ღია ცეცხლის გამოყენება დაასახელა. შეგახსენებთ, რომ კემეროვში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 64 ადამიანი დაიღუპა, მაღ შორის 41 ბავშვია. 44 ადამიანი ხანძრის დროს დაშავდა და 10 მათგანი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს. კემეროვოში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა. გლოვის ნიშნად სახელმწიფო და რეგიონის დროშები დაეშვა. კემეროვოს სავაჭრო ცენტრის მფლობელი ხანძრის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს სამი მილიონი, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება ერთი მილიონი რუბლით დაეხმარება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ხანძრის გაჩენის საქმეზე 5 ადამიანი დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)