|
2018-03-27 11:39:06, 1807 ნახვა
მსოფლიო
ლიტვამ რუსეთის 44 მოქალაქეს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა
ლიტვამ „მაგნიტსკის სიის“ გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთის 44 მოქალაქეს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. ამ დრომდე სიაში 70 პირი, მათ შორის ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ბასტრიკინი იყვნენ. ოფიციალური ვილნიუსი მათ ადამიანის უფლებების დარღვევაში, კორუფციასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულენს. „მაგნიტსკის სიის“ გაფართოების შემდეგ, ვილნიუსმა არ გაასაჯაროვა იმ პირთა ვინაობა, ვისაც ლიტვაში შესვლა აუკრძალეს. ხელისუფლებამ განმარტა, რომ ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. ცნობისთვის, 26 მარტს ლიტვამ სოლიდარობა გამოუცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობას და სოლსბერიში რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო, ქვეყნიდან სამი დიპლომატი გააძევა. სერგეი მაგნიტსკი, რომლის სახელსაც ატარებს კანონი, საინვესტიციო ფონდ Hermitage-ის იურისტი იყო, რომელიც 2009 წელს რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა. ის რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების კორუფციულ გარიგებებს იძიებდა. მის სიკვდილში რუს მაღალჩინოსნებს ადანაშაულებენ. შეგახსენებთ, რომ 22-მა ქვეყანამ, ჯამში 136 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)