|
2018-03-25 12:32:22, 2216 ნახვა
მსოფლიო
პოროშენკო: სააკაშვილისა და სავჩენკოს მხილება სპეცსამსახურების სახელმძღვანელოში შევა
სააკაშვილისა და ნადეჟდა სავჩენკოს მხილება სპეცსამსახურების სახელმძღვანელოში შევა- ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, პერტო პოროშენკომ განაცხადა. მისი თქმით, სავჩენკოც და სააკაშვილიც უკრაინაში რუსეთის სასარგებლოდ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ. „ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინის უშიშროების სამსახურმა ორი ბრწყინვალე და მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა. პირველი ეს იყო რადასთან გაშლილი ე.წ. საპროტესტო ბანაკის მონაწილეთა კავშირის დამტკიცება მალოროსიის პოლიტიკურ ემიგრაციასთან რუსეთში, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებენ. მიღებულია სანდო ინფორმაცია და გადავკეტეთ დნეპრისადა მდინარე მოსკოვის დამაკავშირებელი ფინანსური არხი, რომლითაც ამ ადამიანებს 30 ვერცხლი გადაჰქონდათ”,- განაცხადა პოროშენკომ. სანაცვლოდ, სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს მატყუარა უწოდა. სააკაშვილის განცხადებით, მისი სახელი უკვე შევიდა სახელმძღვანელოებში, ხოლო „პოროშენკოს გვარი მხოლოდ სასამართლო და კრიმინალურ ქრონიკაში შევა”.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)