|
2018-03-23 18:29:05, 3400 ნახვა
კულტურა
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია კონსტიტუციის ახალი რედაქცია შეაფასა
ახალმა რედაქციამ ძირეულად შეცვალა და გააუმჯობესა ქვეყნის თავდაცვის ორგანიზების მექანიზმები, რაც დადებითად აისახება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციის პროცესებზე- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა. მინისტრმა კონსტიტუციის ახალი რედაქცია შეაფასა და განაცხადა, რომ დოკუმენტმა ვენეციის კომისიის დადებიტი შეფასება დაიმსახურა. „მივესალმებით კონსტიტუციის ახალ რედაქციას, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა დაბალანსებას, პარლამენტის როლის ამაღლებასა და ევროპული საპარლამენტო მმართველობის მოდელის დამკვიდრებას ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში. ახალი კონსტიტუცია არის სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მაღალი ჩართულობით მიღებული დოკუმენტი, რომელმაც ვენეციის კომისიის დადებითი შეფასება დაიმსახურა. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციამ ახლებურად მოაწესრიგა ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო - თავდაცვა. ახალმა რედაქციამ ძირეულად შეცვალა და გააუმჯობესა ქვეყნის თავდაცვის ორგანიზების მექანიზმები, რაც დადებითად აისახება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციის პროცესებზე“,- განცხადა იზორიამ.
(NS)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)